ჩინეთში, საბავშვო ბაღთან აფეთქება 22 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა მოაწყო

ჩინეთში, ცზიანსუს პროვინციაში, საბავშვო ბაღთან 15 ივნისს აფეთქება 22 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა მოაწყო. ამის შესახებ „ბი ბი სის“ ადგილობრივ პოლიციაში აცნობეს.
პირი, რომელმაც აფეთქება მოაწყო, ადგილზე დაიღუპა.  ჩხრეკის დროს, მის ბინაში მასალები აღმოაჩინეს, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების ინსტრუქცია იყო განთავსებული.
სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცს, რომელსაც პოლიცია სიუის უწოდებს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამის გამო მან  სწავლაც კი მიატოვა.
ბოლო მონაცემებით, საბავშვო ბაღთან მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა და 65 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები