საქართველო საარჩევნო სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს

საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37 მუხლს კონსტიტუციაში ახლებური ფორმულირებით წარადგენს.
ევროპელი ექსპერტების მთავარი რეკომენდაცია გადაუნაწილებელ მანდატებს შეეხებოდა. ვენეციის კომისია საქართველოს ე.წ. ბონუსსისტემის ზედა ზღვრის დაწესებას ურჩევდა. ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა. ზედა, რომლის დროსაც, პარტია, გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე, 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა – როდესაც ბონუსის გათვალისწინებით, პირველ ადგილზე გასული პარტია 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება. იარსებებს, ასევე, ფარდობითი ზღვარიც, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის, ბონუსის ხარჯზე, ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს).
ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია, ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები