დეპუტატები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვას იწყებენ – “ნარკომოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა დაიჭირონ”

საქართველოს პარლამენტში დღეს ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას იწყებენ. კანონპროექტით იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 100 გრამის ნაცვლად განისაზღვრა 140 გრამის ოდენობით.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე თვლის, რომ ნარკომოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა დაიჭირონ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონში მარიხუანაში მოქმედი ნივთიერების ე.წ ტეტრაჰიდროკარაბინოლის პროცენტული შემცველობაც არ აისახება, იგი კანონპროპექტს მხარს არ დაუჭერს, რადგან დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული ნივთიერება ნარკოტიკულ თრობას იწვევს.

„კანონპროექტის მხოლოდ ერთ ნაწილს ვეთანხმები, რომ ნარკომოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა დაიჭირონ. თუმცა არ ვეთანხმები იმას, რომ მარიხუანას საზოგადოებისთვის საშიშროება უნდა შეფასდეს მისი წონით, რადგან შესაძლოა, ერთი და იგივე წონის მარიხუანაში მოქმედი ნივთიერება ე.წ. ტეტრაჰიდროკარაბინოლი იყოს სხვადასხვა შემცველობის, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას. ამიტომ ვფიქრობ, კანონში უნდა აისახოს სწორედაც რომ ამ ნივთიერების პროცენტული შემცველობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ კანონპროექტს მე მხარს არ დავუჭერ”, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები