ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13- კილომეტრიან სადრენაჟე არხს. ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორი და შემკრები არხები, მოეწყობა მილხიდები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელი პირველი მაისის 223 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს დასრულდება. 2012 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი, გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამდე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები