„თიბისი დაზღვევა“ „ოუფენ ეარის“ ყველა მსმენელს დააზღვევს

„თიბისი დაზღვევა“ Tbilisi Open Air-ის პარტნიორია. შედეგად, წელს, ფესტივალის დღეებში, მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება. კერძოდ, „თიბისი დაზღვევა“, სამი დღის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება.
დაზღვევა ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როგორიცაა: ხანძარი, აფეთქება (მათ შორის ბოლით ან/და ორთქლით მიყენებული ზიანი), სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება, ძარცვა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი… ყველა შემთხვევისას, „ოუფენ ეარი” პასუხისმგებლობას თვითონ იღებს. მის პასუხისმგებლობას კი “თიბისი დაზღვევა” აზღვევს.
„Tbilisi Open Air” წელს მე-9 სეზონს ატარებს. 16-დან 18 ივნისის ჩათვლით, „ლისი ვანდერლენდის” ღია სივრცეებს ერთგულ მსმენელთან და გართობის მოყვარულებთან ერთად, ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები შეავსებენ, როგორებიც არიან: „ანათემა”, „ლენინგრადი”, „არქაივი”, სევდალიზა და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები