რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ალ-ბაღდადი განადგურებულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაკრ ალ-ბაღდადი სირიაში რუსეთის ავიაციის შეტევის დროს გაანადგურეს. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ალ-ბაღდადი სირიის ქალაქ რაქას მახლობლად განადგურდა. ავიაციამ შენობა დაბომბა, სადაც დაჯგუფების ლიდერთა შეხვედრა მიმდინარეობდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, განადგურებულია შენობაში მყოფი 300 „ბოევიკი” და 30 საველე მეთაურიც.
ალ-ბაღდადის განადგურების შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები