ბრიტანული მედია – ლონდონის კორპუსში, რომელშიც ხანძარი მოხდა, 65 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა

ბრიტანული გაზეთის, “The Sun”-ის ინფორმაციით, ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე კორპუსში, რომელიც 2 დღის წინ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა, 65 ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პოლიცია ამ ეტაპზე 17 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს.
გამოცემის შეკითხვას, „შესაძლებელია თუ არა , რომ დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდოს, პოლიციის წარმომადგენლები პასუხობენ, რომ „მათ დიდი იმედი აქვთ, რომ ის სამნიშნა ციფრს არ მიაღწევს“.
მაშველები აცხადებენ, რომ შენობის ზომებიდან გამომდინარე, მის დეტალურ დათვალიერებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ისინი აცხადებენ, რომ შენობაში ცოცხალი ადამიანის პოვნის შანსი „პრაქტიკულად ნულის ტოლია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები