არალეგალებს აშშ-ში დაბადებულ შვილებთან სრულწლოვნებამდე დარჩენის უფლება აღარ მიეცემათ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბარაკ ობამას  ბრძანებულება გააუქმეს, რომლის მიხედვითაც, არალეგალ მშობლებს, რომელთა შვილები აშშ-ში გაჩნდნენ, მათი მეურვეების სტატუსით ქვეყანაში დარჩენა შეეძლოთ.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ბრძანებულების მიხედვით, ამ პირებს შეერთებულ შტატებში დარჩენა მათი შვილების სრულწლოვნებამდე შეეძლოთ.

დოკუმენტს 2014 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი, თუმცა ძალაში ის არ შესულა, ვინაიდან ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა.

ობამას ბრძანებულების გაუქმებას აშშ-ის უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელმა, ჯონ კელიმ მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები