დიდ ბრიტანეთში წვრთნების დროს ორი სამხედრო დაიღუპა

დიდ ბრიტანეთში სამხედრო სატანკო წვრთნების დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. უბედური შემთხვევა ქასლმარტინის პოლიგონზე მოხდა. კიდევ ორი სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მომხდარის დეტალები უცნობია. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინციდენტის გამოძიებას აპირებს.
ამ ბაზაზე უბედური შემთხვევები ადრეც მომხდარა. 2012 წელს იქ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები