პრეზიდენტმა სერ გარი ჯონსონს კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და სერ გარი ჯონსონის შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, არსებული უსაფრთხოების გარემო და საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო თბილისის სტრატეგიული დისკუსიების ფარგლებში მიღებულ კომუნიკეს, რომელიც სერ გარი ჯონსონმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კომუნიკეში დასმული საკითხები არსებითად სწორია და საკონსტიტუციო პროექტი ამ საკითხებს არ ითვალისწინებს.
მისი განცხადებით, კომუნიკეში დასმული თემები უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქართველო ამ საკითხში წინსვლისთვის მუშაობს.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, სერ გარი ჯონსონი მრავალი წლის განმავლობაში ეხმარება საქართველოს უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში და დახვეწაში.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე გამოიკვეთა ის აზრი, რომ საქართველოსნაირი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას უსაფრთხოების გარემო, არსებული გამოწვევები და მიზნები, მათ შორის, ნატოში ინტეგრაცია. დეტალურად განვიხილეთ კომუნიკე, რომელიც უსაფრთხოების ექსპერტის მონაწილეობით ორი ივნისის თბილისის სტრატეგიული დისკუსიის მიერაა მიღებული“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ქართული ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობას, ვინაიდან, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში საერთაშორისო ექსპერტული მოსაზრებები გადამწყვეტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები