დავით სერგეენკო „რეპერების საქმეზე“: ჩვენ უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ეს ყველაფერი

“ცალსახად გასაგებია, რომ ამ შემთხვევაზე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების ერთგვარი მღელვარება აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია”, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ე. წ. რეპერების საქმეს.
სერგეენკოს თქმით, გამოძიებას უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ არ მოექცეს საზოგადოებრივი ან სხვა ფაქტორების გავლენის ქვეშ.
“ცალსახად გასაგებია, რომ ამ შემთხვევაზე არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოების ერთგვარი მღელვარება აბსოლუტურად გასაგები და ლეგიტიმურია. ჩვენ ცალსახად უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ეს ყველაფერი, არ მოექცეს საზოგადოებრივი აზრის ან სხვა რაიმე ფაქტორების გავლენის ქვეშ და ნახოს, რეალურად რა და როგორ იყო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა იქონიოს გამოძიებაზე გავლენა, რაც მჯერა, რომ ასე იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები