ალექსეი ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოში პოლიციამ დააკავა

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ალექსეი სახლის სადარბაზოში დააკავეს. მან გადმომცა, რომ გეგმები არ იცვლება. ყველას გილოცავთ დღესასწაულს“, – დაწერა ტვიტერში ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ.
კვირას ნავალნიმ განაცხადა, რომ ის 12 ივნისს საპროტესტო აქციაში მიიღებს მონაწილეობას. აქცია სანქცირებული არ არის.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული აქციები დღეს რუსეთის 145 ქალაქში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები