თურქმა სპეცრაზმელებმა გემი დააკავეს, რომლითაც ჰეროინის დიდი პარტია გადაჰქონდათ

თურქმა სპეცრაზმელებმა სუეცის არხის მახლობლად კონგოს დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომლითაც კონტრაბანდისტებს ჰეროინის დიდი პარტია გადაჰქონდათ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ოპერაცია საერთაშორისო წყლებში ჩატარდა, ეს თურქი სპეცსამსახურების მიერ ამოღებული ნარკოტიკების ყველაზე დიდი პარტიაა – გემს 1 ტონა და 71 კილოგრამი ჰეროინი  გადაჰქონდა.
სპეცოპერაცია 26 წუთს მიმდინარეობდა. დაკავებული გემი „აქსაზის“ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები