მცხეთასთან ავტომანქანა დაიწვა – დაშავებულია ორი ადამიანი

მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა.  BMW–ს მარკის ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც აალდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ავტომობილში  მყოფი 3 ადამიანიდან, ორი მსუბუქად დაშავდა.
როგორც ”კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები