ლისის ტბაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს

ლისის ტბაზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს. ​როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ლისის ტბაში ბანაობდა, რა დროსაც, ძლიერი წვიმის დროს ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდა. ​შეტყობინების საფუძველზე, მაშველები ლისის ტბაზე მივიდნენ და ის ნაპირზე გამოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, რამაც მოსახლეობას სხვადასხვა პრობლემები შეუქმნა. ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტში 10-ზე მეტი გამოძახებაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები