ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.​​
მეწყრის გამო, წყნეთი-ახალდაბის გზის, დაახლოებით 15-20 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, გადაიკეტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. 
​​შეგახსენებთ, რომ ზუსტად ორი წლის წინ, 2015 წლის 13-14 ივნისს, წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მდინარე ვერეს ადიდება მოჰყვა. მაშინ წყალდიდობას  19 ადამიანი ემსხვერპლა. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები