ერაყში მომხდარი ორი ტერაქტის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა

ერაყში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაიჭრა.  ტერაქტები ქალაქ მუსაიაბიში მოხდა, ბაღდადიდან 80 კილომეტრში.
კიდევ ერთი აფეთქება ქალაქ ქერბელაში მოხდა. იქ თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტოსადგურში თავი აიფეთქა. ტერორისტის გარდა, არავინ დაღუპულა, დაიჭრა 4 ადამიანი.
ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები