ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდება.
დღევანდელ პროცესს, რომელიც დახურულ რეჟიმში წარიმართება, სახალხო დამცველი – უჩა ნანუაშვილი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილის შუამდგომლობა პროცესების მონიტორინგის შესახებ მოსამართლემ გუშინ დააკმაყოფილა.
დღევანდელ პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგებიან, რის შემდეგაც პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები