ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

10 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული ბარათაშვილის ნაწარმოებების პირველი ბეჭდური გამოცემები, თარგმანები, მწერლის შესახებ ლიტერატურა, ასევე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერები. მათ შორისაა 1839 წელს შესრულებული ”ბედი ქართლისას” ავტოგრაფი, რომელიც თავის დროზე ექვთიმე თაყაიშვილმა პეტერბურგში შეიძინა; 1841, 1842, 1843 წლებში შესრულებული ლექსების კრებულების ავტოგრაფები.
ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები