ქართველი „კანონიერი ქურდი“, შესაძლოა, ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვან

ქართველი „კანონიერი ქურდი“ რევაზ ბუხნიკაშვილი მეტსახელად „პეწო“, ციხიდან, შესაძლოა, ვადამდე ადრე გაათავისუფლონ. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ-კრაიმი“ იუწყება.
ამჟამად 65 წლის კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელს რუსეთის ქალაქი ყაზანის ციხეში იხდის.
2015 წლის ივლისში მოსკოვის სასამართლომ ბუხნიკაშვილის 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის პენსიონერების ბინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა. მაშინ პოლიციასთან შეტაკების დროს, ორი პოლიციელი და სამი თავდამსხმელი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, გარდაიცვალა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბუხნიკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს საბუთები გადაუგზავნეს, რომლის მიხედვითაც „პეწოს“ სიმსივნე აქვს. ეს ფაქტი, შესაძლოა,  ვადაზე ადრე მისი გათავისუფლების
მიზეზი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები