„ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება

12 ივნისი, 18:00 საათზე, ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში,
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართება. დირიჟორი: ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე – რევაზ ტაკიძე;

მონაწილეობენ:
რეზი ხაინდრავა (პროფ. თამარ გაბარაშვილის კლასი)
ბექა სიხარულიძე (პედ. მამუკა სიხარულიძის კლასი)
ნინო ხოჭოლავა (პროფ. ნოდარ ჟვანიას კლასი)
დეა აბაკელია-გვერდწითელი (პედ. მაია ბერიძის კლასი)
სალომე ლომიძე (პროფ. ნოდარ ჟვანიას კლასი)
მარიამ მინდორაშვილი (პედ. ანა ლომთაძის კლასი)
სოფო ჩხეიძე (პედ. რუსუდან ბეგიშვილის
კლასი)
ზუკა ცირეკიძე (პედ. ესმა ქირიას კლასი)
ნია ლომიძე (პროფ. სვეტლანა კორსანტიას
კლასი)
ირინა როსტომაშვილი (პროფ. ნოდარ ჟვანიას კლასი)

პროგრამაშია: გ. ჰენდელის, ი. ჰაიდნის, ვ. ა. მოცარტის, ს. მარკადანტეს, ფ. შოპენის, ე. გრიგის, ფ. მენდელსონის, პ. ჩაიკოვსკის, მ. ბრუხის და ს. რახმანინოვის ნაწარმოებები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები