სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მოწმე: „დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას გარდა, კუდ-ის მაღალჩინოსნები შემოდიოდნენ“

„დაწესებულებაში შემოდიოდა ბაჩო ახალაია და დეპარტამენტის თითქმის ყველა მაღალჩინოსანი, მათ შორის ბუცხრიკიძე და კუდის მაღალჩინოსნები“, – ამის შესახებ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, რამაზ ჭოხონელიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასჯელაღსრულების ნომერ მე-10 დაწესებულების იმ თანამშრომლებს დაიკითხებიან, რომლებიც დაწესებულებაში 2006 წელს მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები