ფოტოგამოფენა: „ავდეევკა, 28.01/72″ გაიხსნება

9 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში, უკრაინელი ფოტოგრაფის, დიმიტრი მურავსკის ნამუშევრების გამოფენა: „ავდეევკა, 28.01/72″ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის ქალაქ ავდეევკაში 2017 წლის იანვარში მომხდარი მასობრივი დაბომბვის დროს გადაღებული 24 ფოტონამუშევარი, რომელიც უკრაინელმა ფოტოგრაფმა და მოხალისემ, დიმიტრი მურავსკიმ გადაიღო. იგი 2010 წლიდან მუშაობს სამხედრო ფოტოგრაფიის მიმართულებით.
გამოფენა ხორციელდება პროექტის: „როცა დასრულდება ომი…” ფარგლებში. მრავალფუნქციური სოციალური მოხალისეობის პროექტი, ორიენტირებულია საზოგადოების მწვავე სოციალური პრობლემების რეალიზებაზე, რაც უკავშირდება დონბასში სამხედრო ოპერაციების ჩატარებას.
პროექტის ფარგლებში გამოფენები იმართება როგორც უკრაინაში, ასევე საზღვარგარეთ (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, გერმანია).
გამოფენა  19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და  საქართველოში უკრაინის საელჩოს ორგანიზებით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები