ვენეციის ბიენალეზე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს

„ვენეციის ბიენალე – 2017“-ზე თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების საგანმანათლებლო პროექტს – „გადაიაზრე მომავალი“ დიდი რეზონანსი მოჰყვა. ათი სტუდენტის პროექტი ისეთი მნიშვნელოვანი მხატვრების გვერდით გამოფინეს, როგორიცაა: ჯეფ კუნსი და იოკო ონო.
ევროპის კულტურის ცენტრის კატალოგში მარიამ ოდიშვილის, სალომე ელანიძისა და ავთანდილ გახოკიძის ნამუშევრები დაიბეჭდა, მარიამ აქუბარდიას ევროპის კულტურის ცენტრმა სამთვიანი სტაჟირება გაუფორმა.
ევროპის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის “პერსონალური სტრუქტურების” ფარგლებში, 13 მაისს პალაცო მორაში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა გამოფენა გაიხსნა  და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პროექტში მონაწილეობს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის 10 სტუდენტი: ნათია ბენაშვილი, ავთანდილ გახოკიძე, დავით გოცირიძე, სალომე ელანიძე, ანა წოწონავა, მარიამ შაქარაშვილი, მარიამ აქუბარდია, მაკო ლომაძე, მარიამ ოდიშვილი, გიორგი კობიაშვილი.
პროექტის ავტორები: სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი გიორგი გუგუშვილი და სამხატვრო აკადემიის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრა გაბუნია.
კურატორები: სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების სამაგისტრო ჯგუფების მოწვეული პედაგოგები, მხატვრები: ილია ზაუტაშვილი, სოფია ჩერქეზიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ვახო ბუღაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები