ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს – მათ ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან.
მათ ბრალი ედებათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაკავებულები ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ავიწროვებდნენ,  ასევე, აკონტროლებდნენ სათამაშო ბიზნესსაც.
სპეცოპერაციისას, 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები