ქვეითად მყოფ პატრულის თანამშრომელს ავტომობილი დაეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, პატრულის თანამშრომელი დაშავდა.
„კვირას“ ინფორმაციით, „ვოლვოს“ ფირმის ავტომობილი, რომელსაც მოქალაქე მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, ჯერ შსს-ს საკუთრებაში არსებულ 2 ავტომანქანას, შემდეგ კი ქვეითად მყოფ სამართალდამცველს დაეჯახა. ქვეითი პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულ სამართალდამცველს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები