ლაგოდეხთან ბლუზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება

ლაგოდეხის ნაკრძალთან  ბლუზისა და ღვინის ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ტურისტული სააგენტოებისთვის  ინფოტური მოეწყო.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ტურის მონაწილეებმა ლაგოდეხის ნაკრძალი დათვალიერეს, გაეცნენ  ბლუზფესტივალის კონცეფციისა და პროგრამას. მათთვის „მოდერნ ბლუზ ბენდის“   მუსიკა შესრულდა.
ფესტივალი 17 ივნისადან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ბლუზისა და ღვინის ფესტივალს ჩიკაგოელი ბლუზ-დივა შერონ ლუისი გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები