,,ქართული სული 2017“ – პრაღაში ხელოვნების ფესტივალი გაიხსნება
13-16 ივნისს პრაღაში საზეიმოდ გაიხსნება ხელოვნების ფესტივალი -,,ქართული სული 2017“. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალი ამჯერად უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიმართება. ღონისძიებაში ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები’’ და ოზურგეთის ფოლკლორული ანსამბლი „შვიდკაცა’’ მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორები „ქართული სული 2017’’-ის ლაურიატებს დააჯილდოვებენ.
მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში მოეწყობა 2016 წლის საუკეთესო საწარმოდ აღიარებული „KTW ჯგუფის’’ ღვინის დეგუსტაცია.