გელა ჩარკვიანთან შეხვედრა გაიმართება
8 ივნისს, 19 საათზე, “მაგთი კლუბის” და გამომცემლობა “ინტელექტის” ორგანიზებით შეხვედრა დიპლომატთან და მწერალთან – გელა ჩარკვიანთან გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში გელა ჩარკვიანი წარადგენს თავის წიგნებს: „ინტერვიუ მამასთან“, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ და
„ ნაგერალა“ (I და II ნაწილი).
ასევე შეასრულებს ნაწყვეტებს ამავე წიგნებში ნახსენები მუსიკალური კომპოზიციებიდან.