კრისტის აუქციონზე მერაბ აბრამიშვილის „ირმები“ და „მფარველი ანგელოზი“ გაიყიდა

კრისტის აუქციონზე ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის ორი ნამუშევარი – „ირმები“ და „მფარველი ანგელოზი“ გაიყიდა.
„ირმები“ 6.000 ფუნტ სტერლინგად, ხოლო მეორე ნაუშევარი – „მფარველი ანგელოზი“ 16.250 ფუნტი სტერლინგად გაიყიდა.
აუქციონზე ორივე ტილო რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი.
2015 წლის 2 დეკემბერს აბრამიშვილის ნამუშევარი „პიანინო“ სოთბის აუქციონზე 25.000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. 2016 წლის ივნისში კი, სოტბის აუქციონზე მხატვრის კიდევ ორი ნამუშევარი  – „ლეოპარდი“ (26,250 ათას ფუნტ სტერლინგად) და „300 არაგველი“ (62 500 ფუნტ სტერლინგად) გაიყიდა. 2016 წლის დეკემბერში კრისტის აუციონზე გაიყიდა მერაბ აბრამიშვილის კიდევ ორი ნამუშევარი – „ფარშევანგი“ და „გეთსიმანიის ბაღი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები