მირჩა ელიადეს „მარადიული დაბრუნების მითის“ წარდგენა გაიმართება

6 ივნისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში  მირჩა ელიადეს “მარადიული დაბრუნების მითის”  წარდგენა გაიმართება. მთარგმნელი: მზია გომელაური, რედაქტორები: ელზა ახვლედიანი, ზურაბ კიკნაძე. წინასიტყვაობის ავტორი: ზურაბ კიკნაძე. წიგნი გამომცემლობა „ალეფმა“ დასტამბა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მირჩა ელიადეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრებენ:  წიგნის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი – ზურაბ კიკნაძე, მითოლოგიის მკვლევარი – ხათუნა თავდგირიძე,
ფილოსოფოსი – ზაზა შათირიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები