თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართა.
4 ივნისს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტის შემდეგ, ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები გამოავლინეს:
1. საუკეთესო ანიმაციური ფილმი: „მარწყვის დღეები“ / სლოვაკეთი;
2. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: „ტაიმორის შოუ“ / ისრაელი;
3. საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „ბიზნესი“ / არგენტინა;
4. ჟიურის პრიზი: „ფანჯარა“ / იტალია.
ასევე გაიცა სპეციალური დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებიც ისწავლება მსოფლიო კინოსკოლებში:
1. რეჟისურა: „სართული X“ / გერმანია;
2. ხმის რეჟისურა: „მახლობლად“ / პოლონეთი
3. ოპერატორის ნამუშევარი: „დანაშაულებრივი მიზანი“ / ჩინეთი
4. მონტაჟი: „თავშეყრის შემდეგ“ / ფინეთი;
5. სცენარი: „დონორი“ / საქართველო
2017 წლის ფესტივალის პროგრამაში იყო 19 ქვეყნის კინოსკოლის 38 ფილმი, მათ შორისაა: აშშ, გერმანია, არგენტინა, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ბელგია და საქართველო.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჟიურის წევრების და მოწვეული სტუმრების მასტერკლასები, საკონკურსო კინოჩვენებები, ვლადიმერ სულაქველიძის გამოფენა „სკამები” და სხვა ღონისძიებები.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ეროვნული კინოცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები