ჩინელი ხელოვანების გამოფენა – „თანავარსკვლავედები“ გაიხსნება

8 ივნისიდან 11 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ჩინელი ხელოვანების გამოფენას, სახელწოდებით: „თანავარსკვლავედები“ უმასპინძლებს.
ამ თემასთან დაკავშირებით, ეროვნულ გალერეაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რეგიონული პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო, ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე, გამოფენის კურატორი ამი ბარაკი და გამოფენის მედიაკონსულტანტი და მედიაპარტნიორი, კომპანია “BIO International“-ის დამფუძნებელი ოლგა ბაბლუანი გაუძღვნენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ჩინელი ხელოვანების ავანგარდისტული ნამუშევრები, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ ჩინეთის დღევანდელ ხელოვნებაზე – მათი შემოქმედება პოლიტიკური, სოციალური და ესთეტიური პრობლემების გადაჭრის განსხვავებულ გზებს ასახავს.
გამოფენის სახელწოდება ზაო ზაოს ფერწერული ნამუშევრიდან გამომდინარეობს, თუმცა სხვადასხვა ხელოვანების თანავარსკვლავედებს აერთიანებს.
გამოფენის კურატორია ამი ბარაკი. პროექტი განხორციელდა ქართველი კოლექციონერის, ჯონ დოდელანდეს მეშვეობით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნულ მუზუემთან თანამშრომლობით.
მონაწილე ხელოვანები: აი ვეივეი, ჩენ ვეი, ცენგ რან, იუ ჰიაიუან, ლი შურუი, ლუი ვეი, ლუ ფინგუან, ლუ სანჩუან, მა ქუიშა, ვანგ გუანლ, ვანგ სიშუნ, ვანგ იუანგ, ქიე მოლინ, ქიუ ჰიუ, ქიუ ზენ, იან ქინგ, იანგ დონქსუ, იანგ ქიგუანგ, ჟანგ დინგ, ჟანგ ჟენიუ, ზაო იაო, ზაო ზაო.
მისამართი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები