ნიუ-იორკელი მხატვრის მულტიმედიისა და ვიდეონამუშევრების გამოფენა – ARTSPEAK გაიხსნება

5 ივნისს, 19:00 საათზე, „ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში“ ნიუ-იორკელი მხატვრის – ბილ ქლაპსის მულტიმედიის და ვიდეონამუშევრების გამოფენა ARTSPEAK გაიხსნება.
როგორც „კვირას“  მუზეუმიდან აცნობეს, ARTSPEAK მოიცავს ავტორის სამი სერიის ნამუშევრებს: „არტსპიკს“, “ყველაფერი მეორადია“ და „ნატურალური აბსტრაქციები“, რომელშიც გამოყენებულია მხატვრის მიერ შემუშავებული უნიკალური ოქროს ფოლგის ტექნიკა.
ქლაპსის ნამუშევრები ასახავს ხელოვნებასა და ისტორიას შორის მიმდინარე დიალოგს, გვესაუბრება ხატებზე, თემებსა და ენაზე, რომელსაც მხატვრები და ხელოვნების კრიტიკოსები იყენებენ. მისი შთაგონების წყარო სხვადასხვაა და მოიცავს ენას, კოდებს, კალიგრაფიას, ჩინურ პეიზაჟებს, ადამიანის ფორმებს, ექსპრესიონიზმს, და თანამედროვე ხელოვნების შესაბამის გამოსახულებებს.
„ოქრო: არის უკვდავების, მარადისობის, სრულყოფილების და ღვთაებრიობის სიმბოლო. რეფლექსიური, სულიერი, მეტაფიზიკური ცვალებადი სითბოს მატარებელი, დღის სხვადასხვა პერიოდში შუქის ცვალებადობის მიხედვით. ქლაპსის უნიკალური ტექნიკა გვაგონებს ბიზანტიურ ოქროთი მოვარაყების ტექნიკას, რომელიც დახვეწილია 21-ე საუკუნისთვის ფოტოგრაფიის და ელექტრონული დამუშავების ტექნოლოგიით. ასეთი წარსულის რეკრიაციისას ქლაპსის ქმნის დინამიურ სახეებს, რომლებიც ცხოვრობენ ფორმისა და აბსტრაქციის ბალანსით.
ქლაპსის „არტსპიკის“ სერია იძიებს ენის გამოყენებას თანამედროვე ხელოვნების ჟურნალისტიკაში და კრიტიკაში, და გვაწვდის ადამინთა რეაქციის ანალიზს, როდესაც მათ ამ ენასთან შეხება უხდებათ. იგი ამტკიცებს, რომ სიტყვები არასდროს არის საკმარისი, აღწერის გამომსახველობითი ხელოვნების ნიმუში და რომ ხელოვნების ენა ხშირად გამოიყენება მოსატყუებლად, ისევე როგორც გასაშუქებლად. მისი ნატიფი ხელოვნების ნიმუშები უშუალოდ თარგმნის ამ ენას მორზეს ანბანზე, რომელიც არის ხელოვნების სამყაროს განსაკუთრებული ენის მეტაფორა, და ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც აღაფრთოვანებს და იწვევს მაყურებელს“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„ყველაფერი მეორადია“ სერიაში ქლაპსი საუბრობს მითვისებისა და მოკრძალების პრაქტიკაზე ხელოვნების სამყაროში, როდესაც ხდება წარსულისგან ნასესხები ხატების შერწყმა მორზეს ანბანის გამომსახველობით ენასთან.
„ნატურალური აბსტრაქციები“ არის ქლაპსის მიერ პატივის მიგება მე-18 საუკუნის იაპონიის გრავიურების ოსტატებისადმი, რომელთა გრაფიკულმა სტილმა გავლენა მოახდინა ევროპელ იმპრესიონისტებზე. ამ სერიაში ქლაპსი ქმნის ბუნების თემების თანამედროვე ინტერპრეტაციას, რომელსაც მხვატვრების მრავალი თაობა იმეორებს. „თითოეული ნამუშევარი შექმნილია პოზიტივითა და ნეგატივით, რათა ხაზი გაესვას დუალობას, რომელიც არის აღმოსავლური კულტურისუმეტესი საფუძველი“, – ამბობს ქლაპსი.
ამ ბოლო ნამუშევრებში შეგვიძლია დავინახოთ ქლაპსის აღფრთოვანება ბუნებრივი სამყაროთი, რომელიც ახლოდან არის დაჭერილი და თარგმნილია დამოუკიდებელ კომპოზიციურ ელემენტებად, რომლებიც ზოგჯერ გეომეტრიულ აბსტარქციებს, აღმოსავლურ კალიგრაფიას და უჯრედოვან პროცესს გვაგონებს.
ბილ ქლაპსი ცხოვრობს ნიუ-ორკში. იგი არის გამომსახველობითი ხელოვანი, კინომატოგრაფისტი, მწერალი, რომელიც წერს ხელოვნების ისტორიაზე და ენაზე. იგი დაიბადა გლენ რიჯში, ნიუ-ჯერსიში და მას აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მხატვრობასა და ხელოვნების ისტორიაში. მან ხატვა დაიწყო ნიუ-იორკში ხელოვან სტუდენტთა ლიგაში და ფლორენციაში, იტალიაში. მისი ნახატები გამოფენილი იყო ინდივიდუალური და ჯგუფურ გამოფენებში შეერთებული შტატებისა და ევროპის გალერეებსა და დაწესებულებებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები