მწერალთა სახლში გელა კესიდის ქანდაკება „პოეზია“ გაიხსნა
მწერალთა სახლში გელა კესიდის ქანდაკება „პოეზია“ საზეიმოდ გაიხსნა. ცნობილმა ბერძენმა მოქანდაკემ ეს ნამუშევარი საქართველოს მადლიერების ნიშნად გადასცა.
როგორც „კვირას“ მწერალთა სახლში განუცხადეს, გელა კესიდის სკულპტურები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორი, პარიზის, ათენის, რომისა და ლონდონის გალერეებშია დაცული.
საქართველოში დაბადებული მოქანდაკე, უკვე 25 წელია, ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას საქართველოსთან მჭიდრო კავშირი აქვს.