„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“- ახალი სპექტაკლის პრემიერა ვაშინგტონში

ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში პაატა ციქურიშვილის ახალი სპექტაკლის – „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“პრემიერა გაიმართა. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„ვაშინგტონ პოსტი“ პაატა და ირინა ციქურიშვილების მიერ დაარსებულ „სინეტიკის თეატრს“ „ჰიპერწარმოსახვის მქონე ვაშინგტონურ დასს“ უწოდებს და წერს, რომ ეს მათი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია.
მერილენდის თეატრალურმა გზამკვლევმა სპექტაკლი საუკეთესო ხუთეულში დაასახელა.
სპექტაკლის ქორეოგრაფია ირინა ციქურიშვილი,  კომპოზიტორი – კოსტანტინე ლორთქიფანიძე, რეჟისორის ასისტენტი და მუსიკალური რეჟისორი ირაკლი კავსაძე. შემოქმედებითი ჯგუფის დანარჩენი წევრები ამერიკელები არიან.
არქიდიაკონ ფლოროს როლს ფილიპ ფლეჩერი ასრულებს.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ წარმოდგენა ვაშინგტონში 11 ივნისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები