საჩხერის გადასახვევთან ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საჩხერის გადასახვევთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. ერთმანეთს “მერსედესის” და “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები