კახეთში, ქვეითად მოსიარულე ქალი ავტომანქანამ იმსხვერპლა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 80 წლის ქალს ავტომანქანა გზის გადაკვეთისას, საკუთარი სახლის შესასვლელთან დაეჯახა.
ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მძღოლი ამავე სოფელში მცხოვრები 27 წლის ახალგაზრდაა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები