წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში 55 წლის ქალი ცხოვრობდა, რომელიც არ დაშავებულა. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
რაიონის გამგეობა დაზარალებულის ბინით უზრუნველყოფაზე იზრუნებს.
შემთხვევის ადგილზე ხანძარი ლოკალიზებულია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები