ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მუზეუმის მეგობართა ფონდი დაფუძნდა – ფოტორეპორტაჟი

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მუზეუმის მეგობართა ფონდი დაფუძნდა. ფონდის პრეზიდენტია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ ინოვაციების უფროსი ოფიცერი  მანუჩარ ჩიტაიშვილი.
როგორც მანუჩარ ჩიტაიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მუზეუმის მეგობართა ფონდის მიზანია: მუზეუმის განვითარების ხელშეწყობა, მისი პოპულარიზაცია და პროექტების მხარდაჭერა.
„მუზეუმის განვითარებისთვის განსახორციელებელი ამოცანებია: მუზეუმის პოპულარიზაციისთვის პიარკამპანიის დაგეგმა – განხორციელება; არქოლოგიური გათხრების დაფინანსება; მუზეუმის ავეჯითა და ტექნიკით მომარაგება; გამოფენების მხარდაჭერა“, – აღნიშნა მან.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენჯერის ნონა ქარციძის თქმით, 27 მაისის აქციამ „მოდი ღამე მუზეუმში“ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ წამოწყებას დაუდო სათავე მეგობართა ფონდის დაარსების სახით, რომელიც კიდევ უფრო მეტ ახალ გამოფენებს, სამეცნიერო კონფერენციებს, ექსპედიციებს და მრავალ ახალ ფურცელს შემატებს ჩვენს საუკუნოვან ისტორიას.
„გახდით მუზეუმის მეგობარი. გავდოთ ხიდი წარსულსა და მომავალს შორის და ერთად ვისწავლოთ მისი სიყვარული!“ – აცხადებს ნონა ქარციძე.
მუზეუმის ღონისძიების – „მოდი ღამე მუზეუმში” გენერალური სპონსორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალია”.
მუზეუმის მეგობართა ფონდის წევრები არიან:
ქალაქის მერი  –  შოთა მურღულია;
საგარეო ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი;
ქუთაისის საკრებულოს თავჟდომარის მოადგილე – ნიკა ლატარია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი მანანა კიკაბიძე;
სილამაზის სალონი  „საკურა“ – მელანია მანაგაძე, ქეთი ჩილინგარაშვილი;
მოდის სახლი  „მარიონელა“ –  ლელა ტურძელაძე, მარინა უგულავა;
სასტუმრო  „ბაგრატი 1003“ – დირექტორი ლევან შონია;
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე –  მირიან ხოსიტაშვილი;
ყვავილების სალონი „სემირამიდა“ – მეგი ნიჟარაძე;
მარტვილის კერძო სკოლის „სხივის“  ხელმძღვანელი – ალექსანდრე ხურცილავა;
მედიაჰოლდინგი „კვირა“ –  ქეთევან ხოსიტაშვილი,  ანა ჩანგიანი;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნვერსიტეტი – რექტორი გიორგი ღავთაძე;
ფრანკფურტის უნივერსიტეტის  პროფესორი – ზაქარია ფურცხვანიძე.

               

  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები