ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა იან კელის მადლობის წერილი მიიღო

ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ამერიკის შეერთებული შატატების ელჩის, იან კელის მადლობის წერილი მიიღო. ამ ინფორმაციას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
იან კელის მადლობის წერილში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით საელჩომ აღნიშნა „ამერიკის დღეები“.
ამ ღონისძიებაში ჩართულობისთვის და წარმატებული თანამშრომლობისთვის ელჩი მადლობას უხდის ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს თანამშრომლობა.
„25 აპრილს ქუთაისში ამერიკის დღეები გაიმართა. ჩვენ ჯორჯ ბალანჩინის ფილმი ვაჩვენეთ. ჩამოსული  იყო ოლიკო ჟღენტი, ვინც ფილმი გადაიღო.
ფილმი, პარალელურად, წინა საფესტივალო აქტივობას წარმოადგენდა, რომელიც ასევე ჯორჯ ბალანჩინის სახელობისაა. თავის მხრივ, ბალანჩინის წვლილი საგრძნობია ამერიკის შეერთებული შტატების კულტურის განვითარებაში და ეს ფესტივალი ხელს უწყობს ორი ქვეყნის კულტურის განვითარებას. მადლობის წერილი ზუსტად ამერიკის დღეებში ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის მივიღეთ“, – განუცხადა „კვირას“ ნატალი პატარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები