ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთაში – დაშავებულია 12 ადამიანი

მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 4 სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანებებით მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალშია“ მოთავსებული. 8 დაზარალებული კი მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებულთა შორის მცირეწლოვნები არ არიან.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეეჯახა.
მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება 11:30 წუთზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ბრიგადა  გამოძახებიდან 5 წუთში მივიდა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები