ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ დღეს თელავში, საქართველოს მაშტაბით მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელმა „გორგიამ“ დღეს თელავში, საქართველოს მაშტაბით მეექვსე ჰიპერმარკეტი გახსნა. ცერემონია თელავში, ალაზნის N75 -ში, 14:00 საათზე გაიმართა.
ღონისძიება ჰიპერმარკეტ “გორგიას” მენეჯმენტთან ერთად, თელავის ვიცე-მერმა, თელავის გამგეობის წარმომადგენელმა და უცხოელმა მომწოდებლებმა გახსნეს. 5000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში მომხმარებელს 40 000-მდე დასახელების პროდუქტის შეძენა შეეძლება, საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად.
კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავში, “გორგიას” გახსნა სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ჰიპერმარკეტის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, მოწყობაზე, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. კომპანიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტში 100-მდე ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები