ახმეტელის თეატრის გასტროლი ხულოში – სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ დაიდგმება

6 ივნისს, 17 საათზე, ხულოს თეატრში, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის 80 წლის იუბილის ფარგლებში, თბილისის სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი  წარმოადგენს სპექტაკლს: „სტუმარ – მასპინძელი“.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობითაც ქართული ცნობიერება, მენტალობა, ტრადიციები, მსოფლმხედველობა და ფოლკლორი სინთეზურად წარმოჩინდება.
სპექტაკლი მუსიკალურად გაფორმებულია ქართული ტრადიციული მუსიკის მოტივებზე – მსახიობების ცოცხალი ვოკალური შესრულებით. რეჟისორს წარმოდგენაში შემოჰყავს ქორო – რითიც დადგმას, როგორც ვიზუალური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით ანტიკური თეატრის სათავეებთან აახლოებს…
რეჟისორი – ირაკლი გოგია, მხატვარი – ლაშა იაშვილი, კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი – ზვიად ბერიაშვილი.
მონაწილეობენ – ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, გიგი მიგრიაული, თინა გვაზავა, გვანცა კანდელაკი.
ქალთა ქორო ქალდეა – ნინო არეშიძე, თაკო ფრიდონაშვილი, თეონა გნოლიძე, ეკა გაგნიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები