გრიბოედოვის თეატრის გასტროლი ახალციხეში  

4 ივნისს, 19.00 საათზე, ალ.გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი ახალციხის (მესხეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს – „ხოლსტომერი. ცხენია ამბავი“.
გასტროლები ხორციელდება საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ “რუსული კლუბის“ მხარდაჭერით.
როგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, „ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.
წარმოდგენის  დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი – მირიან შველიძე. 2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.  სპექტაკლს მოვლილის აქვს ოცამდე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მსოფლიოს რვა ქვეყანაში. საულ საგასტროლოდ „ხოლსტომერი“ 30-ზე მეტჯერ იყო წარმოდგენილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა ნიკოლავა, ანასტასია გარმატიუკი, ოლეგ მჭედლიშვილი, ნინო ნინიძე, ნინო კიკაჩეიშვილი, ზურაბ ჭიპაშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია და სოფიო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები