„ერისიონის“ კონცერტი გაიმართება

4 ივნისს, 19:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში,  ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონის” მომღერალთა გუნდის კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ანსამბლიდან აცნობეს, რეპეტიციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სპეციალური პროგრამით წარდგება.  “ერისიონის” მომღერალთა გუნდისგან მაყურებელი მოისმენს, როგორ ჟღერს უძველესი ქართული ხალხური სიმღერა 21-ე საუკუნეში. ანსამბლის მომღერალთა გუნდი კონცერტის შემდეგ იგივე პროგრამით გასტროლებზე გერმანიაში მიემგზავრება.

პროგრამა:
1. გრძელი კახური „მრავალჟამიერი“ – (სუფრული). სოლისტები; ილია გელაშვილი, თემურ სინჯიკაშვილი.
2. „რომელნი ქერუბიმთა“ (საგალობელი)
3. იმერული პოპური (ცხენოსნური, ნადური)
4. „ლილე“ (სვანური სარიტუალო)
5. „სძინავს ტბას“ (პფაილი) – რატილი
6. სვანური პოპური (სუფრული ლაჟღვაში)
7. „კვირია“ (სვანური სარიტუალო)
8. „გურული ზარი“ (სამგლოვიარო)
9. გურული სიმღერების პოპური. სოლისტები; ლაშა გოგოტიშვილი; კახა ჩხიკვაძე
10. „შემოძახილი“ (კახური სუფრული). სოლისტები; დათა ლოლაშვილი; ზურაბ გოგობერიშვილი
11. წმინდა დედოფლის საგალობელი (გურული)
12. „შემოქმედურა“ (შრომის სიმღერა, გურული). სოლისტები: თორნიკე კანდელაკი, კახა ჩხიკვაძე
13. „ჩაკრულო“ (კახური სუფრული). სოლისტები: ილია გელაშვილი, თემურ სინჯიკაშვილი;
14. მეგრული სიმღერების პოპური (კუჩხი ბედინერი, ოდოია)
15. „ჩვენ მშვიდობა“ (გურული სუფრული)
16. „ჰარირა“ (მეგრული საზეიმო, სახასიათო)
17. ჯანსუღ კახიძე („მრავალჟამიერ“)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები