რუსთავში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა

რუსთავში, მეტალურგის პირველ ნომერში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. „კვირას“ ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ცეცხლის ალი მეზობლებმა გვიან შენიშნეს და მომხდარის შესახებ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას შეატყობინეს. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა, მარტოხელა მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ​შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 188 -ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები