ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 18 წლამდე მსურველებს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებზე იწვევს:
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ღონისძიებები სხვადასხვა ადგილას გაიმართება.

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
(მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 3) –
14:00 საათი – გამოფენის ,,XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმი და იარაღი” დათვალიერება გამოფენის კურატორ, გულიკო კვანტიძესთან ერთად;
16:00 საათი – გამოფენის ,,შოთა რუსთაველი 850” ფარგლებში გურამ ახალაია ისაუბრებს მისივე კოლექციაში დაცულ ვეფხისტყაოსნის უნიკალურ გამოცემებზე, რომლებიც ქართულ და უცხოურ ენებზეა წარმოდგენილი.

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა –
(შ. რუსთაველის გამზ. 11)
15:00 საათი – საგანმანათლებლო პროგრამა „თავსატეხის საიდუმლო” ფიროსმანის ნამუშევრების მიხედვით.
ხელოვნების სტუდიის მოსწავლეების ნამუშევართა გამოფენა

თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა –
(სიონის ქ. 8)
14:00 საათი – საგანმანათლებლო პროგრამა „ბრწყინვალე მეფეები”

შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
(ლ. გუდიაშვილის ქ. 1) –
15:00 საათი – Chef-d’œuvre – ჟანრული მრავალფეროვნება;

1 ივნისს, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალი ყველა მუზეუმი 18 წლამდე დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. ტელ: 2 93 16 52 – საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები