თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა

31 მაისს, ოპერისა და ბალეთის თეატრში, თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა და თბილისის მერის მოადგილე ნანა ხატისკაცი ესწრებოდნენ.
თბილისის საბალეტო ფესტივალი 21 ივნისს, ა. კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება და 2 ივლისს, საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილია.
„ლაურენსია“ ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქციაა და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. 21 ივნისს პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. „ლაურენსია“ ფესტივალის პროგრამით, კიდევ ორჯერ 23 და 25 ივნისს იქნება წარმოდგენილი.
თბილისის საბალეტო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, „თი-ბი-სი“ ბანკი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ჰოლანდიის საელჩო საქართველოში, უნგრეთის მთავრობა…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები