ღუდუშაურის კლინიკის ნეონატალური ცენტრი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, დიდი საბავშვო დღესასწაულით შეხვდება

ღუდუშაურის კლინიკის ნეონატალური ცენტრი პირველ ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, დიდი საბავშვო დღესასწაულით შეხვდება.

როგორც “კვირას” ღუდუშაურის კლინიკიდან აცნობეს, პირველ ივნისს, 11 საათზე ღუდუშაურის კლინიკა, ნეონატალურ ცენტრში გამოზრდილ 0-დან 5 წლამდე ასაკის პატარებს დაუვიწყარ დღესასწაულზე ეპატიჟება.

ზღაპრის გმირები, უამრავი საჩუქარი, პრიზები, სიურპრიზები და შეხვედრა ადამიანებთან, რომელთა ყოველდღიური საქმიანობაც ბავშვების დაცვაა.

შეგახსენებთ, რომ ღუდუშაურის კლინიკაში 1 წლის წინ, სრულად განახლდა და ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება. განახლებულ ცენტრს უკვე ერთი წელი შეუსრულდა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები